Saturday, January 2, 2016

Halloween

პროექტი„ჰალოვინი“
1.პროექტის სახელწოდება: ჰალოვინი
2.პროექტის მთავარი იდეა: გავაცნოთ მოსწავლეებს ამერიკული დღესასწაულის ჰალოვინის იდეა და მსგავსი გავაკეთოთ სკოლაში.
3.პროექტის აქტუალობა: მსოფლიო ქვეყნების კულტურის გაცნობა და მისი გადმოტანა თუნდაც ერთი კუთხით რათა გაამრავალფეროვნოს მოსწავლეთა ცხოვრება.
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა გაიგონ უცხო ქვეყნის კულტურა, გაეცნონ ჰალოვინის დღესასწაულის სიმბოლოებს, ჰალოვინზე გავრცელებულ გასართობ თამაშებს. უფროსი ასაკის მოსწავლეები იქნებიან ლიდერები და პასუხისმგებლები ზეიმის დროს.
5.მონაწილეთა ასაკი: IX-XII კლასის მოსწავლეები, მთელი სკოლა
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა, ოქტომბერი 15-30
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ ალბომს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს ან შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფლომასტერები,საღებავები, ფუნჯები,ქაღალდები, დეკორაციები, გოგრა, ბოულინგი, ბურთები, ყუთი, ტუალეტის ქაღალდები, ვაშლები, ძაფი, ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები: მასწავლებლები მზია გაგნიძე, სოფო ბეჟიაშვილი და ნორა მაკ გი გამოჰკითხავენ უფროსი ასაკის მოსწავლეებს რა იციან ჰალოვინის შესახებ. შემდეგ გააცნობენ დამატებით ინფორმაციას და შესთავაზებენ სკოლაში მოაწყონ გასართობი თამაშები რომლებიც ხშირად თამაშდება ამერიკაში ჰალოვინის დროს. შეარჩევენ მოხალისე მოსწავლეებს რომელთაც სურვილი ექნებათ იყვნენ ლიდერები და პასუხისმგებლები ზეიმის მსვლელობის დროს. მასწავლებლები აუხსენიან მოხალისე მოსწავლეებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს:  სკოლის მოსწავლეთა გაფრთხილება ჰალოვინის ჩატარების თარიღზე და დროზე, გოგრებისა და კოსტიუმების კონკურსის ჩატარების თაობაზე, დეკორაციების მომზადება, თამაშების წარმართვა, წესების გაცნობა თამაშის მონაწილე ბავშვებისთვის, მოსწავლეთათვის კონტროლის დაწესება რომ ქაოსი და გაუგებრობა არ იყოს. მზია გაგნიძე და ნორა მაკგი მასწავლებლებიდან შეაჩევს ჟიურის სამი მასწავლებლის შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ორ საუკეთესოდ, შემოქმედებითად ამოჭრილ გოგრას და ორ ყველაზე ეფექტურ კოსტიუმის მატარებელ მოსწავლეს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ითამაშონ ბურთის მიზანში ჩაგდება, გოგრაზე ცხვირის მიწებება, ჩამოკიდებული ვაშლის ჭამა, მუმიის გაკეთება, ბოულინგი, სახის მოხატვა.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლის შენობის დასუფთავება დაევალათ ღონისძიების ლიდერებს. თამაშებში და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით, რაზეც იზრუნებს ნორა მაკგი, მოხალისე ამერიკელიმასწავლებელი.
10: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:  მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას, გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, ურთიერთ მოსმენის, ერთმანეთის აზრის გაზიარების და პატივისცემის უნარები. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ და ჩამოუყალიბდებათ ლიდერის თვისებები. მოსწავლეები დაეუფლებიან კრეატიული აზროვნების უნარებს. იქნებიან კრიტიკულნი და სამართლიანები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. მოსწავლეები შეძლებენ სირთულეების დაძლევას. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.
11:პროექტის ხელმძღვენელები: ნორა მაკგი, მზია გაგნიძე, სოფო ბეჟიაშვილი
12:ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mziagagnidze120@gmail.com

13:პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: 
ინგლისურის კაბინეტში გოგრის მაკეტი და სხვა საჭირო რესურსები
თვალზე ახვეულმა ბავშვებმა ცხვირი უნდა დააკრან გოგრას.
გამარჯვებული იქნება ის, ვინც სწორ ადგილას დააკრავს ცხვირს.
მოეწყო გოგრების გამოფენა. მარცხნიდან მეორე და მესამე
გოგრა გახდა გამარჯვებული.
ეს გამარჯვებული ბავშვები არიან საუკეთესო ფორმისთვის.

No comments:

Post a Comment